“პარასკევს, მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილი მობრძანდება და ამის საშუალება არ არის. მხოლოდ ამის გამო კენჭისყრა გადაიდება შემდეგ სასეიო კვირას.”
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, საკონტუტიციო ცვლილებების განხილვა არ გადადებულა:
“არ გადადებულა. ეს არც ყოფილა დღის წესრიგში საკითხი, ასე რომ, არაფერი გადადებულა. ხვალ იქნება პოლიტიკური დებატები, ხოლო მას შემდეგ, რაც საყოველთაო განხილვის კომისია დაამთავრებს თავის საქმიანობას, შემაჯამებელი სხდომის ჩატარების შემდეგ, მერე უკვე დაიწყება საპარლამენტო განხილვები.”
კოლეგებისგან განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს იურიდული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე:
“დღეს არ განიხილება და ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ბოლო პერიოდში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა თავი აარიდეს როგორც საყოველთაო სახალხო განხილვაში მონაწილეობას, ასევე მათ მონაწილეობა არ მიიღეს ამ საორგანიზაციო კომისიის მუშაობაშიც.”