ახალი ამბები

პრეზიდენტმა პარლამენტს დასამტკიცებლად ელჩების სია წარუდგინა

5 თებერვალი, 2013 •
პრეზიდენტმა პარლამენტს დასამტკიცებლად ელჩების სია წარუდგინა

პრეზიდენტმა ნატალია საბაძე ბელგიის სამეფში და ევროკავშირში წარმოამდგენლად წარადგინა და  ამ თანამდებობაზე სალომე სამადაშვილს ჩაანაცვლებს.

 

ზაზა კანდელაკი  უნგრეთში ზვიად ჭუმბურიძეს ჩაანაცვლებს. პრეზიდენტმა  თეიმურაზ ჯანჯალია ელჩად ლატვიაში წარადგინა, ის ამ ქვეყანაში კონსტანტინე კორკელიას შეცვლის.

 

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ავსტრიაში და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქვეყანაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივ წარმომადგენლად არის წარდგენილი. მანამდე ამ თანამდებობას პაატა გაფრინდაშვილი იკავებდა.

 

არჩილ გეგეშიძე აშშ–ია ელჩად წარდგენილი, მანამდე ეს თანამდებობა თემურ იაკობაშვილს ეკავა. ზაალ გოქსაძე ჩეხეთის რესპუბლიკაშია ელჩად წარდგენილი, ის ამ თანამდებობაზე ნინო ნაკაშიძეს ჩაანაცვლებს.

 

მიხეილ უკლება უკრაინაშია წარდგენილი, ხოლო კარლო სიხარულიძე – იტალიაში და ქალაქ რომში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. უკრაინაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გრიგოლ ქათამაძე იყო.  

მასალების გადაბეჭდვის წესი