ახალი ამბები

კბილაშვილი: პატიმრის თქმით, ის გარდაცვლილი ადამიანის სისხლში აბანავეს

5 თებერვალი, 2013 • 1183
კბილაშვილი: პატიმრის თქმით, ის გარდაცვლილი ადამიანის სისხლში აბანავეს

არჩილ კბილაშვილის თქმით, უკვე დაკითხულია 2000–მდე პატიმარი, რომლებიც ყვებიან, თუ როგორ და რა ფორმით ხდებოდა მათი
 წამება ციხის თანამშრომელთა მხრიდან.

 

“ერთ-ერთი პატიმარი ყვებოდა, როგორ აბანავეს მორგში გარდაცვლილი ადამიანის სისხლში,”- განაცხადა კბილაშვილმა.

 

პატიმრების გარდა, კბილაშვილი ჯარისკაცების მიმართ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებულ გამოძიებაზე საუბრობს. ერთ-ერთი

არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი

ეპიზოდი, მთავარი პროკურორის განმარტებით, ჯარისკაცთა დასჯის მიზნით მათ მიწაში ჩამარხვას უკავშირდება. 

 

გარდა ამისა, როგორც ირკვევა, უახლოეს დღეებში პროკურატურა სხვა გახმაურებელი საქმეების შესახებაც გამოაქვეყნებს ბოლო ინფორმაციას(მათ შორის თენგიზ გუნავას, ბუტა რობაქიძის საქმეები).

მასალების გადაბეჭდვის წესი