“კახა შარტავას არ აქვს სურვილი და დღესაც ჩემთვის გაურკვეველია მისი პოზიცია, უნდა თუ არა დარჩენა. ის ამით ამართლებდა მხოლოდ გაერთიანების პროცესს. ეს სურვილი სხვებსაც ჰქონდათ, მაგრამ მე პრინციპული წინააღმდეგობა გამოვიჩინე და დღესაც იგივე პოზიცია მაქვს. შიდა კონკურენცია უნდა იყოს და აუცილებლად უნდა ვიყოთ დარწმუნებული, ჩვენ რომ ერთპარტიულ რამე ახალ მმართველობას არ მივიღებთ. ამიტომაც ჩემი სურვილი იყო და დღესაც რჩება, რომ პარტიებს, რომლებმაც შეძლეს არსებობა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში და მათ საკმაოდ კარგი წარსული აქვთ, კარგი იქნება თუ დარჩებიან ცალკეულ პარტიებად. არ უნდა მივიღოთ ერთპარტიული პარლამენტი და ერთპარტიული მმართველობა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ რომ “ეროვნული ფორუმი” “ქართული ოცნებასთან” უნდა გაერთიანებულიყო. “ეროვნული ფორუმის” ერთ–ერთმა წევრმა გუბაზ სანიკიძემ გუშინ განაცხადა, რომ ფორუმი “ქართულ ოცნებასთან” აღარ გაერთიანდება. 16 თებერვლის პარტიულ ყრილობას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” “ეროვნული ფორუმის” გარეშე ჩაატარებს.
პარლამენტში წარმოდგენილი “ფორუმელები” კი, რომლებიც ამჟამად ფრაქცია “ქართული ოცნების” შემადგენლობაში არიან, საკუთარ ფრაქციას შექმნიან.