ახალი ამბები

პრეზიდენტი კონსტიტუციის პროექტის საჯარო გნახილვებში ჩაერთვება

4 მაისი, 2017 • 1834
პრეზიდენტი კონსტიტუციის პროექტის საჯარო გნახილვებში ჩაერთვება

საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვებში ჩაერთვება. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ დაადასტურა.

“კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ საქართველოს პრეზიდენტი საყოველთაო სახალხო განხილვებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, ვინაიდან ჩვენ ყოველთვის ვემხრობოდით საზოგადოების ჩართულობას კონსტიტუციის განხილვაში და, ცხადია, ვართ ამ პროცესის ერთგულნი. ვფიქრობ, რომ ჩვენ შევთანხმდით ყველა ძირითად პრინციპზე, ყველა ტიპის ტექნიკური საკითხი იქნა გავლილი. რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს და თარიღებს, ამის შესახებ გაცნობებთ” – თქვა გიორგი აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი არ იღებდა მონაწილეობას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, თუმცა, როგორც გუშინ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი, ფიქრია ჩიხრაძე ამბობდა, პრეზიდენტს სურს, ჩაერთოს კონსტიტუციის შესახებ საერთო-სახალხო განხილვებში და პარლამენტის შეთავაზებას ელოდებოდა. მმართველი პარტიისგან შეთავაზება სახალხო განხილვებში მონაწილეობის მიღებაზე პრეზიდენტმა დღეს მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი