ახალი ამბები

გიორგი თარგამაძე: პოლიტიკურ ძალებს კოჰაბიტაცია გაუტკბათ

1 თებერვალი, 2013 •
გიორგი თარგამაძე: პოლიტიკურ ძალებს კოჰაბიტაცია გაუტკბათ

“დღეს ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქრისტიან- დემოკრატიულ მოძრაობას გვაქვს, ერთი მხრივ, ძალიან ჯანსაღი ამბიცია და პრეტენზია და, მეორე მხრივ, პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ ვიყოთ ერთ–ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია პროდასავლურ ფლანგზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენთან მძლავრობს რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების რიცხვი, საქართველოს აეროპორტში რიგი დგას იმ პოლიტიკური მოღვაწეებისა თუ ლიდერებისა, რომლებიც საქართველოში ბრუნდებიან, ჩამოდიან, მკაფიოდ გამოხატული პრორუსული პარტიების დაარსებისათვის. არიან პარტიები, რომლებიც ჯერჯერობით ჩუმად არიან, მაგრამ ძალიან მალე თავიანთ განაცხადს დაუმატებენ პრორუსული პოლიტიკას ჩვენი ქვეყნისას. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს დუმილის დრო აღარ არის, არის აქტიური მოქმედების დრო”, – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

თარგამაძის თქმით, “ქართულ ოცნებას” და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” კოჰაბიტაციის პროცესი “გაუტკბათ” და დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები არაჯანსაღია:

“პროცესი არის არაჯანსაღი, რადგან ქვეყნის ოპოზიციას წარმოადგენს პოლიტიკური ძალა, რომელსაც არანაირი უფლება აღარ გააჩნია, რომ თუნდაც პროდასავლურ ფლანგზე ოპოზიციური პარტიის სტატუსი და ამბიცია ჰქონდეს. პროცესი არის არაჯანსაღი, რადგან ქვეყანაში არ სრულდება ის მთავარი დანაპირები, რომელიც იყო არჩევნებამდე, როდესაც მმართველი კოალიციის ლიდერმა ხელისუფლებაში მოსვლის ერთ–ერთ ამოცანად ქართულ საზოგადოებას წარმოუჩინა და დაჰპირდა, რომ იქნებოდა მრავაპლარტიული დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება, სადაც ყველა დამოუკიდებელ, თვითკმარ გამოკვეთილი პოლიტიკური იდეოლოგიისა და პოლიტიკური გუნდის მქონე პოლიტიკურ პარტიას ექნებოდა მეტნაკლებად მაინც თანაბარი საშუალება განვითარების, გაძლიერების და თანაბარ კონკურენციაში მონაწილეობის მიღებისა “, – განაცხადა თარგამაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი