ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილი: მზად ვარ „პასუხი ვაგო“

1 თებერვალი, 2013 • 1143
ვანო მერაბიშვილი: მზად ვარ „პასუხი ვაგო“

მერაბიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა “ექსტრემისტი ჩახალიანი და პარალელურად იწყებს დევნას ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ახალქალაქში გაანეიტრალა სეპარატიზმის საფრთხე და გააძლიერა საქართველოს სახელმწიფოებრიობა.” 

 

“თუ ივანიშვილის მიზანი არ არის სახელმწიფო ინსტიტუტების დანგრევა და პოლიციის დისკრედიტაცია, მოვუწოდებ დაანებოს თავი რიგით პოლიციელებზე ზეწოლას. თუ საქართველოს ახალ მთავრობას სურს გაიგოს, რა ღონისძიებები გატარდა აღნიშნულ რეგიონში სეპარატიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად, ეს მხოლოდ ჩემი დაკითხვით არის შესაძლებელი.

 

მე და ჩემი მეგობრები კვლავ გავაგრძელებთ საქართველოში და სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას და ივანიშვილი თავისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით ამას ხელს ვერ შეუშლის”, – აცხადებს მერაბიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 31 იანვარს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი კახაბერ ლეგაშვილი პროკურატურაში დაიბარეს, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი