ახალი ამბები

მთავარი პროკურორი: თუ ცემა დაუმტკიცდა, ლუკა კურტანიძე დაისჯება

31 იანვარი, 2013 • • 1131
მთავარი პროკურორი: თუ ცემა დაუმტკიცდა, ლუკა კურტანიძე დაისჯება

“ცემასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. საქმეს იძიებს ვაკე–საბურთალოს შესაბამისი განყოფილება. საქმეს ზედამხედველობს თბილისის პროკურატურა. ჩვენ მივუდგებით ამას როგორც ტრივიალურ, ჩვეულებრივ ცემის ფაქტს,” – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.  

 

მისი თქმით, საზოგადოებისათვის საინტერესოა პერსონაჟის სახე და მისი პოლიტიკური რენომე:

 

“ჩვენთვის მთავარია გავარკვიოთ, ჩადენილია თუ არა ცემა და დარღვეულია თუ არა სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნები. შესაბამის პასუხს გავცემთ ამ კითხვას. თუ ლუკა კურტანიძის მიერ ცემა ჩადენილია, მის მიმართ დევნა იქნება დაწყებული. გამოძიება დაწყებულია, ამას უახლოეს დღეებში გამოძიება დაადგენს.”

 

არჩილ კბილაშვილის განცხადებით, მისთვის, როგორც მოქალაქისთვის, მსგავს ინციდენტში მონაწილე პირების თანამდებობებზე დანიშვნა არ არის მისაღები:

 

“ასეთ ინციდენტში მონაწილე პირი არ უნდა ინიშნებოდეს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ეს არის ჩემი, როგორც ადამიანის, პოზიცია, თუმცა ამ შემთხვევაში მე ვარ მთავარი პროკურორი და შემიძლია ვისაუბრო, რა არის დანაშაული და რა – არა. ამიტომ ცოტა შეკვეცილი ვარ ჩემს შეფასებებში.” 

 

კბილაშვილის განცხადებით, თუკი ლუკა კურტანიძემ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, ის დაისჯება სისხლის სამართლის კოდექსით.  

მასალების გადაბეჭდვის წესი