ახალი ამბები

ჯეჯელავა: ჩემი ოცნებაა, სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგას

3 მაისი, 2017 • 8635
ჯეჯელავა: ჩემი ოცნებაა, სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგას

განათლების მინისტრის, ვიცეპრემიერ ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით სკოლებში არაჯანსაღი საკვები აღარ გაიყიდება.

თავისი ინიციატივის შესახებ ჯეჯელავამ დღეს გადაცემა “რეალურ სივრცეში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ საწყის ეტაპზე სკოლებში ყველაზე არაჯანსაღი საკვები აღარ გაიყიდება, შემდგომში კი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად დაგეგმილია სკოლებში ხილისა და ბოსტნეულის შეტანა.

“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ იმ მომენტს, სკოლებში შევთავაზოთ ნამდვილად ჯანსაღი საკვები. ეს არის ჩემი ოცნება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და წავახალისოთ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ აქტიურად და გვინდა, აქ უკვე დაძალება არ გამოვა, ეს იქნება უფრო შეთავაზება, რომ ჯანსაღი პროდუქტი, ბოსტნეული, ხილი… ერთ-ერთ ქვეყანაში იყო, მგონი, შვედეთში, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სკოლის შესასვლელში დადგა თასი ვაშლით. არ გინდა? ნუ შეჭამ. ჩემი ოცნებაა, რომ შესასველში ვაშლიანი თასი იდგას. თუ არ უნდათ, ნუ შეჭამენ, მაგრამ ბოლოს მაინც შეჭამენ,” – ამბობს მინისტრი.

საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტის – „ჯანსაღი ცხოვრების წესის კამპანიის“ მენეჯერის, მაია მუშკუდიანის განმარტებით, უკვე შემუშავებულია იმ კონკრეტული საკვების ჩამონათვალი, რისი რეალიზაციაც სკოლებში უნდა აიკრძალოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი