ახალი ამბები

დაკავებულია კასპის გამგეობის სამსახურის უფროსი

31 იანვარი, 2013 • 1404
დაკავებულია კასპის გამგეობის სამსახურის უფროსი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მათ, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მიითვისეს სახელმწიფოს კუთვნილი თანხა – 45 133  ლარი.

 

გამოძიების ცნობით, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ამავე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ  შპს „კასპის კეთილმოწყობას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა კასპის და მისი შემოგარენის დაგვა – დასუფთავებას,  ასევე, ნაგავსაყრელის მოწესრიგებას.
 
 
“აღნიშნული ხელშეკრულების პირობები სისტემატურად ირღვეოდა, კერძოდ, შპს-ს დირექტორი გ. გოცირიძე არაკეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ამავე დროს, გ. გოცირიძე მუნიციპალიტეტის გამგეობაში საწვავის ჩამოწერასთან დაკავშირებით მიღება- ჩაბარების აქტებს ფიქტიურად წარადგენდა. აღნიშნულ საქმიანობაში მას ეხმარებოდა ზ. გელიტაშვილი, რომელსაც სამსახურებრივად უშუალოდ ევალებოდა შესრულებული სამუშაოების კონტროლი”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
 
 
აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის  მეორე და მესამე ნაწილით, რაც   ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი