საზოგადოება

შეამოწმე, როგორ იცნობ გორის ისტორიას – ტესტი

20 თებერვალი, 2023 • 8399
შეამოწმე, როგორ იცნობ გორის ისტორიას – ტესტი

გორი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული ქალაქია. თუმცა მის შესახებ ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის.  საბჭოთა პროპაგანდის გამო, ამ ქალაქს ძირითადად სტალინის სახლ-მუზეუმით იცნობენ, თუმცა ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტუმრებისთვის გორს ბევრად მეტი აქვს სათქმელი.  შეავსე ტესტი, შეამოწმე შენი ცოდნა და გაეცანი ისტორიას, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზეა ქალაქში მიმობნეული.

„აღმოაჩინე გორის“ ფარგლებში, 14 თებერვალს გორმა, პირველად მის ისტორიაში, ყველაზე მასშტაბურ ალტერნატიულ ქალაქის ტურს უმასპინძლა.

ტურის ფარგლებში, სტუმრებს გადაეცათ ქალაქის განახლებული რუკა, რომელზეც ყველა ახალი ლოკაციაა დატანილი. ქალაქზე ალტერნატიული ისტორიების მოძიება კი შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.gorimaps.ge.  

პროექტი, „აღმოაჩინე გორი“, USAID-ისა, Zinc Network-ის, გორის მერიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. 


მასალა მომზადებულია პროექტის – „საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს Zink Network. პროექტი დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი