ახალი ამბები

შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს

2 მაისი, 2017 • 2521
შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტს პოსტის ვადამდელი დატოვებისკენ მოუწოდებს. ნათელაშვილის თქმით, თუ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება, ხალხს ექნება საშუალება, არჩევნების გზით მხარი დაუჭირონ სასურველ კანდიდატს, რისი შესაძლებლობაც, მისი თქმით, მოქალაქეებს 2018 წლიდან აღარ ექნებათ:

“დღეს ქვეყანა ჩავარდნილია უმძიმეს სახელმწიფოებრივ, პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კრიზისში. ოლიგარქმა, რომელმაც მანამდე არჩევნების საყოველთაო გაყალბებით მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია, ამჯერად გადაწვიტა, ჩვენს ხალხს სამუდამოდ წაართვას პრეზიდენტის არჩევის უფლება და იგი ამ გეგმას შეასრულებს, თუ არ გადაიდგა გადამწყვეტი ნაბიჯები. პირველ რიგში, მივუწოდებ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, ბატონ მარგველაშვილს, გამოაცხადოს გადადგომა, რაც გამოიწვევს ორ თვეში ახალ საპრეზიდენტო სახალხო არჩევნებს, ხოლო ივანიშვილის ვერაგული გეგმა სამუდამოდ იქნება ჩაშლილი. ეს იქნება პლებისციტიც და რეფერენდუმიც” – ამბობს შალვა ნათელაშვილი.

კონსტიტუციის ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველო პრეზიდენტის არჩევის ახალ წესზე გადადის. პირდაპირი არჩევნების ნაცვლად, პროექტის მიხედვით, პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია დანიშნავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი