ახალი ამბები

შსს: შემოსავლების სამსახურის აჭარის ბიუროს უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

29 იანვარი, 2013 • 1259
შსს:  შემოსავლების სამსახურის აჭარის ბიუროს უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

 „2013 წლის 29 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია   ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აჭარის ბიუროს უფროსი გიორგი ემირიძე, რომელმაც შპს ,,შავი ზღვის სალოცმანო სამსახურის” დამფუძნებლებისაგან სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ  დიდი ოდენობით ქრთამი აიღო. აღნიშნული დანაშაული, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და „გ” ქვეპუნქტებით,   შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს .

 

გიორგი ემირიძის  ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია  ქრთამის სახით მიღებული 15 000 ლარი.“ 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი