ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ქუთაისელების მიმართვას სახლებში მიიღებენ

29 იანვარი, 2013 •
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ქუთაისელების მიმართვას სახლებში მიიღებენ

წერილებს, შემდეგი შინაარსით, პარლამენტის უმრავლესობის წევრები მათსავე საცხოვრებელ მისამართებზეც მიიღებენ:

 

“ქუთაისს კვლავ გაუჩნდა შანსი, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თავისი ისტორიული ფუნქცია დაიბრუნოს და ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის დადებითად გადაწყვეტაში თქვენი სიტყვა შეიძლება გადამწყვეტი იყოს. ამქვეყნად ყველაფერი წარმავალია, პოლიტიკური პარტიების ჩათვლით, მაგრამ დარჩება ქუთაისი თავისი დიდებული ისტორიით და თქვენ შანსი მოგეცათ ამ ისტორიის ნაწილი გახდეთ. დაუჭირეთ მხარი პარლამენტის ქუთაისში დარჩენას, ქუთაისი არასოდეს დაგივიწყებთ ამ თავდადებას”.

 

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი ქუთაისის საკრებულოს შემდეგი ინიციატივით მიმართავს:

 

“1) ირაკლი აბაშიძის ქუჩას, სადაც პარლამენტი მდებარეობს, დაერქვას საქართველოს პარლამენტის ქუჩა; 2) ქუთაისის ცენტრალურ ბაღში დაიდგას სპეციალური დაფა, რომელზედაც ამოტვიფრული იქნება ყველა იმ პარლამენტის წევრთა სახელები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს პარლამენტის ქუთაისში დარჩენას; 3) ყველა პარლამენტარს, ვინც მხარი დაუჭირა პარლამენტის ქუთაისში დარჩენას, მიენიჭოს საპატიო ქუთაისელის წოდება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი