ახალი ამბები

თბილისის მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა დროებით გაზარდა

26 იანვარი, 2013 • • 1248
თბილისის მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა დროებით გაზარდა

თბილისისი მერიის განცხადებით, ქალაქში ყვითელი მიკროავტობუსების მუშაობის შეფერხების გამო, თბილისის მერიამ მოსახლების დროულად გადაადგილების მიზნით, 26 იანვრიდან ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა დროებით გაზარდა. მოძრავი შემადგენლობები დაემატა, როგორც ავტობუსებს, ასევე მეტროს. 

 

შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს მიკროავტობუსის მძღოლების ნაწილი გაიფიცა, ისინი მიკროავტობუსის კომპანიისგან ყოველდღიურად შესასრულებელი გეგმის შემცირებას, ასევე ტექნიკური მომსახურების გადასახადის დაწევას მოითხოვენ და გაფიცვის გაგრძელებას იქამდე აპირებენ, სანამ კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი