ახალი ამბები

ობამას უოლ სტრიტზე სიტყვით გამოსვლაში 400 000$-ს გადაუხდიან

26 აპრილი, 2017 • 1939
ობამას უოლ სტრიტზე სიტყვით გამოსვლაში 400 000$-ს გადაუხდიან

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას, როგორც “გარდიანი” წერს, უოლ სტრიტის ფირმა “კანტორ ფიცჯერალდი” ჯანდაცვის შესახებ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლაში 400 000 დოლარს გადაუხდის.

ობამას ამ გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებენ, რადგან პრეზიდენტობის დროს თავადაც არ იწონებდა საფინანსო ფირმებს საქმიანობას.

ბარაკ ობამა იმაზე ორჯერ მეტ ანაზღაურებას მიიღებს, რასაც, მაგალითად, ჰილარი კლინტონი იღებდა მსგავსი სიტყვისათვის. ობამა კრიტიკას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

2010 წელს ბარაკ ობამას სურდა, მნიშვნელოვნად შეეზღუდა უოლ სტრიტის საქმიანობა და ბანკირებს “მსუქან კატებადაც” კი მოიხსენიებდა.

ბარაკ და მიშელ ობამებმა დაიწყეს მემუარებზე მუშაობაც, რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით, 60$ მლნ.-ს მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი