ახალი ამბები

ობამასა და კლინტონების მისამართზე სავარაუდოდ ასაფეთქებელ მოწყობილობებს გზავნიდნენ

24 ოქტომბერი, 2018 •
ობამასა და კლინტონების მისამართზე სავარაუდოდ ასაფეთქებელ მოწყობილობებს გზავნიდნენ

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, ბარაკ ობამასა და ჰილარი და ბილ კლინტონების მისამართზე ამ დროისთვის დაუდგენელი პირები სავარაუდოდ ასაფეთქებელ მოწყობილობებს გზავნიდნენ.

როგორც CNN წერს, საეჭვო ამანათი არც ობამას და არც კლინტობეს არ მიუღიათ. ამანათები გზავნილების შემოწმებისას აღმოაჩინეს. მათში პოტენციურად ფეთქებადი მოწყობილობები იყო მოთავსებული.

ობამასთვის განკუთვნილი ამანათი ვაშინგტონის მისამართზე იყო რეგისტრირებული, კლინტონებს კი მას ვესჩესტერში მდებარე სახლის მისამართზე უგზავნიდნენ. ადგილობრივი მედიის განცხადებით, შესაბამისმა სამსახურებმა ფაქტზე გამოძიება დაიწყეს, ამ დროისთვის ეჭვმიტანილებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, კვირის დასაწყისში ანალოგიური ინფორმაცია გავრცელდა ჯორჯ სოროსზეც. სოროსის სახლში გაგზავნილი საეჭვო შეფუთვა საგამოძიებო უწყებებმა დროულად აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს. გამოძიება შემთხვევებს შორის კავშირის დადგენაზეც მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი