23 აპრილს სოხუმში ქარიშხლის გამო 20-ზე მეტი ხე წაიქცა.

ქარიშხლის შედეგად წაქცეულმა ხეებმა სოხუმის გზებზე სატრანსპორტო მოძრაობაც შეზღუდა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. შედეგად, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა.

აფხაზური მედიის ცნობით, ქარიშხალმა გაგრაც დააზარალა – სახლების ნაწილს სახურავები ახადა.

ქარიშხლის შედეგებზე ვიდეომასალას აფხაზური გამოცემა apsnylife ავრცელებს.

photo: apsnylife
photo: apsnylife
ფოტო: apsnypress
ფოტო: apsnypress
ფოტო: apsnylife
ფოტო: apsnylife
ფოტო: sputnik-abkhazia
ფოტო: sputnik-abkhazia

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *