ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა და გუნდურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონი მეცხრედ გახდა.
საქართველოს ნაკრებიდან შეხვედრები მოიგეს ბექა ღვინიაშვილმა, გურამ თუშიშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა და ზებედა რეხვიაშვილმა წააგეს. საბოლოოდ საქართველომ 3-2 მოიგო.
Georgian fans are ready for the medal. And the team? #JudoWarsaw2017 https://t.co/7a68nzYj3n pic.twitter.com/1EYGxGh948
— European Judo Union (@europeanjudo) April 23, 2017
ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალამდე იტალიის, სერბეთის და უკრაინის ნაკრებები დაამარცხეს.
ძიუდოში ევროპის გუნდური ჩემპიონატი ვარშავაში იმართება.