ახალი ამბები

კასპის საკრებულოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამოძიება დაიწყო

23 იანვარი, 2013 • • 1553
კასპის საკრებულოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამოძიება დაიწყო

სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, რომ ინციდენტზე დამატებით ინფორმაციას მოწმეთა დაკითხვის შემდეგ მოგვაწვდიან. 

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ვახტანგ პაპაშვილი “ქართული ოცნების” წევრია, ხოლო ფიზიკური შეურაცხყოფა კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდოამრეს დავით მესროფაშვილს სწორედ “ქართული ოცნების” აქტივისტებმა მიაყენეს.

 

“საკრებულოს სხდომას კოალიცია ,,ქართული ოცნების” 40-მდე აქტივისტი ესწრებოდა. აქტივისტები საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე დავით მესროფაშვილი არ უნდა ყოფილიყო ამ თანამდებობაზე.


ინციდენტი მაშინ დაიწყო, როდესაც სოფელ აღაიანში მცხოვრები ,,ქართული ოცნების” აქტივისტი სოფელში სასმელი წყლის უქონლობას დავით მესროფაშვილს აბრალებდა. მისმა თანასოფლელმა საკრებულოს დეპუტატმა ოთახიდან მისი გაყვანა სცადა. ამას მოჰყვა შეხლა- შემოხლა და დაიწყო ჩხუბი. ვინ ვის ურტყამდა, ვეღარ იგებდნენ”, – წერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცნეტრი. მედიასაშუალების ცნობით, ინციდენტის შედეგად ფიზიკური დაზიანება სახის არეში აღენიშნება დავით მესროფაშვილს.


“ნეტგაზეთი” შეეცადა დაკავშირებოდა დავით მესროფაშვილსა და მის მოადგილეს, თუმცა ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი