“დღეს ქუთაისში ფუძნდება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პარტიული ორგანიზაცია. დღემდე მე ვიყავი ამ პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. შემოვიკრიბე ჩემ ირგვლივ მხარდამჭერები, 165 კაცი უკვე მიღებულია პარტიის რიგებში. დღეს ორგანიზაცია დაფუძნდა, ჩატარდა არჩევნები და მე ამირჩიეს ოფიციალურად პარტიის თავმჯდომარის პოსტზე.”
კონფერენციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაქარია ქუცნაშვილი, ომარ ნიშნიანიძე და მალხაზ წერეთელი ესწრებოდნენ:
“დღეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რაიონული საქალაქო ორგანიზაციების დამფუძნებელი კონფერენციები. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციამ საკმაოდ სერიოზული წვლილი შეიტანა 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებაში და სიმბოლურია, რომ პარტიული ორგანიზაციების კონფერენცია დაიწყო ქალაქ ქუთაისში. ასევე, დღეს არჩეული იქნებიან დელეგატები, რომლებიც წარმოადგენენ ქუთაისს ეროვნულ ყრილობაზე თებერვალში,” – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს რაიონული კონფერენციები, ქუთაისის გარდა, ზესტაფონში, ჭიათურაში, ქარელში, კასპში და თბილისის რამდენიმე რაიონში გაიმართა.