ახალი ამბები

ილია II: მივემგზავრებით მოსკოვში და ილოცეთ

19 იანვარი, 2013 • 962
ილია II: მივემგზავრებით მოსკოვში და ილოცეთ

“მე მინდა გთხოვოთ, ჩვენ მივემგზავრებით ხვალ მოსკოვში და ძალიან საყურდღებო საკითხებზე გვექნება ჩვენ იქ საუბარი და თქვენ ილოცეთ, შეავედრეთ საქართველო უფალს და რაც შეიძლება და რამდენიც შეგიძლიათ, ილოცეთ –  “მოწყალებისა კარი განგვიღე”, – მიმართა მრევლს პატრიარქმა.

 

პატრიარქს არ დაუკონკრეტებია, თუ რა საყურადღებო საკითხებს შეეხება მოსკოვში მისი ვიზიტის დროს საუბარი.

 

21 იანვარს მოსკოვში დაგეგმილია “მართლმადიდებელი ხალხების ერთობის საერთაშორისო ფონდის” ეგიდით პრემიებით დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია, რომელშიც რუსეთის პატრიარქი კირილი მონაწილეობს.

 

პატრიარქ ალექსი მეორეს სახელობის პრემია “მართლმადიდებელი ხალხების ერთობის განმტკიცებაში გამორჩეული წვლილისა და საზოგადოების ცხოვრებაში ქრისტიანული ღირებულებების დამკვიდრებისა და განვითარებისთვის” სხვა პირებთან ერთად საქართველოს პატრიარქს გადაეცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი