ახალი ამბები

ჩალაგაშვილს ბრალი წაუყენეს

18 იანვარი, 2013 •
ჩალაგაშვილს ბრალი წაუყენეს

ჩალაგაშვილი იმერეთის სამხარეო პოლიციაში დღეს დაიბარეს დაკითხვაზე. მისი დაკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სამართალდამცავების ცნობით, 2013 წლის 12 იანვარს გურამ ჩალაგაშვილი იმყოფებოდა ქუთაისში, რესტორან “ამირანში”, რა დროსაც ის დაუკავშირდა “ენერგო პრო ჯორჯიას” ადგილობრივ ხელმძღვანელს და შუქის გამორთვა თხოვა.

 

ჩალაგაშვილის თქმით, არსებობდა მოსახლეობისთვის მოსალოდნელი საფრთხე, რომ მომხდარიყო მოკლე ჩართვა და ამის გამო დაუკავშირდა  “ენერგო პრო ჯორჯიას” ხელმძღვანელს და სთხოვა შუქის გათიშვა.

 

გამოძიების ცნობით, შუქი გაითიშა არა მხოლოდ რესტორანში, არამედ მიმდებარე საცხოვრებელ სახლებსა და სხვა ობიექტებში, რის გამოც შუქის მიწოდება შეუწყდა 200-მდე ოჯახს.

 

გამომძიებელ–დეტექტივის სერგო ადეიშვილის ცნობით, ჩალაგაშვილის ბრალეულობა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, საქმეში არსებობს ასევე სატელეფონო ჩანაწერი. სასამართლო პროცესი ხვალ, 12:00 საათზე, ქუთაისში გაიმართება. ბრალის  დამტკიცების შემთხვევაში გურამ ჩალაგაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი