ახალი ამბები

დეპუტატებს შორის დაპირისპირებისას ოთარ კახიძეს, სავარაუდოდ, საფერფლე მოხვდა

19 აპრილი, 2017 • 3795
დეპუტატებს შორის დაპირისპირებისას ოთარ კახიძეს, სავარაუდოდ, საფერფლე მოხვდა

პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრ დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ოთარ კახიძემ თავის არეში დაზიანებები მიიღო.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ დაპირისპირებისას  გიორგი კანდელაკმა  ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა, რომელიც ოთარ კახიძეს მოხვდა და თავი დაუზიანდა. ოთარ კახიძე პარლამენტიდან უმცირესობის კიდევ ერთმა წევრმა, გიორგი ტუღუშმა წაიყვანა.

უცნობია, რა გახდა დაპირისპრიების მიზეზი, ამის შესახებ განმარტებას არც კონფლიქტის მონაწილე და არც სხვა დეპუტატები არ აკეთებენ.

ოთარ კახიძეს საფერფლე მოხვდა

მასალების გადაბეჭდვის წესი