შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა, რომლის ბორტზეც 12 ადამიანი იმყოფებოდა. ეკიპაჟს შორის იყო საქართველოს ერთი მოქალაქეც.  ბორტზე ასევე იმყოფებოდა რუსეთისა და უკრაინის 2-2 მოქალაქე. ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს.

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი სავარაუდოდ უამინდობის გამო ჩაიძირა. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ეკიპაჟის 5 წევრის გადარჩენა შეძლეს, დანარჩენები კი დაკარგულად ითვლებიან – სამაშველო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ვახტანგ მიქელაშვილი ტელეკომპანია “იმედისთისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, გემი გუშინ, გვიან ღამით ჩაიძირა:

“საქართველოს მოქალაქე არის ეკიპაჟის ერთი წევრი, მაგრამ დასაზუსტებელია დეტალები მასთან დაკავშირებით,” – ამბობს მიქელაშვილი.

პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს სახელწოდებით “გეროი არსენალა”  რუსეთიდან, აზოვის პორტიდან თურქეთის მიმართულებით მარცვლეული გადაჰქონდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *