ახალი ამბები

შტორმის გამო ყირიმის საზღვაო აკვარიუმის 500 ბინადარზე მეტი დაიღუპა

27 ნოემბერი, 2023 • 1011
შტორმის გამო ყირიმის საზღვაო აკვარიუმის 500 ბინადარზე მეტი დაიღუპა

სევასტოპოლის საზღვაო აკვარიუმში, შტორმ „ბეტინას“ გამო გამოწვეული სტიქიის შედეგად, დაიღუპა 500 ბინადარზე მეტი, განაცხადა ანექსირებული ნახევარკუნძულის ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა.

აკვარიუმის დირექტორის, იური კრავცოვის განცხადებით, ბინადრები „ტერმინალური დარტმის“ შედეგად დაიღუპნენ. „შემოვიდა ზღვის ცივი წყალი“, – ციტირებს მას „ერ-ბე-კა“.

შავ ზღვაში მიმდინარე შტორმი „ბეტინა“ არაერთ ქვეყანას დაატყდა თავს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ათიათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი