“დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა. დაცვის მხარემ იშუამდგომლა გირაოს შეფარდების თაობაზე და შეეფარდა 35 ათასი ლარის გირაოს გადახდა. ხიზანიშვილი სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა,”- ამბობს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის უფროსი, ქეთი ბასილაშვილი.
შეგახსენებთ, რომ შოთა ხიზანიშვილი სამართალდამცავებმა 2012 წლის 15 ნოემბერს დაკაავეს. მას ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 158-ე მუხლით, მუხლები ითვალისწინებს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას და კერძო ინფორმაციის უკანონო მოპოვებას, გამოყენებას ან გავრცელებას.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ამნისტიის შესახებ ეხება შოთა ხიზანიშვილსაც, შესაბამისად, ის თავისუფლდება 158–ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებისგან და რჩება მხოლოდ ერთი ბრალდება, რაც ითვალისწინებდა ჯარიმას, ან 3 წლამდე პატიმრობას.
თუმცა გუშინ, 16 იანვარს პროკურატურამ ხიზანიშვილს კიდევ რამდენიმე მუხლით წაუყენა ბრალდება. ესენია- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე, 373-ე მუხლის მე-ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „დ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით”.
აღნიშნული მუხლები ეხება პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლას; დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენას, რომელსაც თან ერთვოდა ბრალდების მტკიცებულების ხელოვნული შექმნა; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ნივთის დიდი ოდენობით, მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას.
საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრისთვის – ბესო სურმავასთვის 150 ათასი ევროს გადახდას კოალიცია “ქართული ოცნების” წევრების საუბრების ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების სანაცვლოდ.
