ახალი ამბები

ავარია ქედაში – ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა

17 აპრილი, 2017 • 3767
ავარია ქედაში – ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა

დღეს, 17 აპრილს, ქედაში მომხდარ ავტოავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა ხოლო ავარიის გამო სხვა ხუთი დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პოლიციის ცნობით, ავარიის თაობაზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამ დანაშაულისთვის სასჯელად გათვალისწინებულია ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

მასალების გადაბეჭდვის წესი