ახალი ამბები

გაათავისუფლებენ თუ არა ხიზანიშვილს გირაოს სანაცვლოდ?

17 იანვარი, 2013 •
გაათავისუფლებენ თუ არა ხიზანიშვილს გირაოს სანაცვლოდ?

ხიზანიშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა მოითხოვა მისთვის პატიმრობის შეცვლა 10 ათასლარიანი გარაოს სანაცვლოდ. ხიზანიშვილს ასევე თავდებში უდგება 21 დეპუტატი. სასამართლო სხდომას ესწრებიან დეპუტატები: ჩიორა თაქთაქიშვილი და აკაკი მინაშვილი, ასევე, ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ცოლი – თაკო სალაყაია.

 

შოთა ხიზანიშვილი
შოთა ხიზანიშვილი

პროკურატურა ადვოკატის შუამდგომლობას არ ეთანხმება იმ მოტივით, რომ ხიზანიშვილი თანამდებობის პირია და მას მოწმეებზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ხიზანიშვილმა სასამართლო პროცესზე ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში თბილისი მერის მოადგილის პოსტს დატოვებს.

 

ამ დროისთვის მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე გადაწყვეტილების გამოსატანადააა გასული. 

 

შეგახსენებთ, რომ შოთა ხიზანიშვილი სამართალდამცავებმა 2012 წლის 15 ნოემბერს დაკაავეს. მას ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით  და 158-ე მუხლით, მუხლები ითვალისწინებს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას და კერძო ინფორმაციის უკანონო მოპოვებას, გამოყენებას ან გავრცელებას. 

 

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ამნისტიის შესახებ ეხება შოთა ხიზანიშვილსაც, შესაბამისად, ის თავისუფლდება 158–ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებისგან და რჩება მხოლოდ ერთი ბრალდება, რაც ითვალისწინებდა ჯარიმას, ან 3 წლამდე პატიმრობას.

 

თუმცა გუშინ, 16 იანვარს პროკურატურამ ხიზანიშვილს კიდევ რამდენიმე მუხლით წაუყენა ბრალდება. ესენია- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე, 373-ე მუხლის მე-ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „დ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით”.

 

აღნიშნული მუხლები ეხება პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლას; დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენას, რომელსაც თან ერთვოდა ბრალდების მტკიცებულების ხელოვნული შექმნა; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ნივთის დიდი ოდენობით, მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას.

 

საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრისთვის – ბესო სურმავასთვის 150 ათასი ევროს გადახდას კოალიცია “ქართული ოცნების” წევრების საუბრების ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების სანაცვლოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი