ახალი ამბები

გაბაშვილი: ‘ქართული ოცნების’ წევრები პროვოკაციის ორგანიზებით არიან დაკავებული

15 იანვარი, 2013 •
გაბაშვილი: ‘ქართული ოცნების’ წევრები პროვოკაციის ორგანიზებით არიან დაკავებული

საპარლაამენტო უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა დღეს, 15 იანვარს პარლამენტში ბრიფინგი გამართა. გაბაშვილმა ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის პროცესზე ისაუბრა: 

“საკონსტიტუცოიო ცვლილებების პროექტის განხილვისთვის მიძღვნილი სხდომა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული, სადაც მონაწილეობდნენ, როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა, ნაცვლად იმისა, რომ ნორმალური განხილვა და მსჯელობა გამართულიყო, ამის ნაცვლად ქართულმა ოცნებამ საკუთარი აქტივისტების მიპოლიზება მოახდინა, მიიყვანეს 200 კაცამდე, ძალიან აგრესიულად და დესტრუქციულად განწყობილი ადამიანები, რომელთაც ფაქტიურად სხდომა ჩაშალეს და არავის არ მისცეს საუბრის საშუალება და დეპუტატების ლანძღვა-გინებით პროვოკაცია მოაწყვეს. “

 

მისივე თქმით, ქართული ოცნების წევრები პროვოკაციების ორგანიზებით არიან დაკავებული:

“ეს ფაქტი კიდევ ერთხელ იმას ადასტურებს, რომ ქართული ოცნების წევრები ვერ ხვდებიან, რომ ისინი ხელისუფლებაში არიან და იმის მაგივრად, რომ პროვოკაციის აღკვეთით დაკავდნენ, მისი ორგანიზებით არიან დაკავებულნი. ეს იყო ქართული ოცნების აქტივი, რომელიც ორგანიზებულად მიიყვანეს ადგილზე. 

იმის მიუხედავად, რომ ორი დღის წინ შს მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი არ ექნება და ნებისმიეირ ქმედება მკაცრად აღიკვეთება, როგორც ჩანს, ტაქტიკა ისეთია, რომ ასეთი ტიპის განცხადებების მიუხედავად პროვოკაციები მაინც მოხდება.”

 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში”, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილებოდა, საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის მანქანას კვერცხი ესროლეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი