ახალი ამბები

საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახური შსს–დან სდსს–ში გადავიდა

13 აპრილი, 2017 • 2348
საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახური შსს–დან სდსს–ში გადავიდა

საქართველოს საპატრიარქოს უსაფრთხოებისა და ქონების დაცვის სამმართველო შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაში აღარ არის. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შსს–ში დაუდასტურეს.

შსს–ს პრესსამსახურის ცნობით, 1 აპრილიდან საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაქვემდებარებაშია.

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს პატრიარქის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს დეკანოზი გიორგი მამალაძე. ამ საქმეზე დაიკითხა საპატრიარქოს უსაფრთხოებისა და ქონების დაცვის სამმართველოს უფროსი იოსებ (სოსო) ოხანაშვილი. მოგვიანებით მან უფროსის პოსტი დატოვა. ე.წ. ციანიდის საქმის გამოძიება კი ამ დრომდე გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი