ახალი ამბები

სააკაშვილი ოკუპირებულ დონბასთან დროებით დიდი კედლის აშენებაზე საუბრობს

12 აპრილი, 2017 • 2770
სააკაშვილი ოკუპირებულ დონბასთან დროებით დიდი კედლის აშენებაზე საუბრობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დონბასთან დიდი კედლის აშენებისა და ოკუპირებულ ტერიტორიასთან დროებით გამიჯვნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ სააკაშვილი “ფეისბუკზე” წერს.

“მხარს ვუჭერ იმას, რომ ავაშენოთ დიდი კედელი და დროებით გავემიჯნოთ ოკუპირებული დონბასის ნაწილს, რათა უკრაინის დარჩენილ ნაწილზე ვკონცენტრირდეთ. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს მას შემდეგ, რაც დავამარცხებთ კორუფციას და დავიწყებთ სწრაფ განვითარებას, თუმცა, ტერიტორიების სწრაფად დასაბრუნებლად, პირველ რიგში, ცვლილებები კიევში უნდა მოხდეს,” – წერს “ფეისბუკზე” მიხეილ სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი