შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მერიის თანამშრომელს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

 

“სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელ სახლში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე,  ჩხრეკა  ჩაატარეს, საიდანაც  „აკს”-ის სისტემის  ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სამი მჭიდი და 237  საბრძოლო ვაზნა ამოიღეს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *