დაკავებულებს ნინო ნიკოლაიშვილის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლიდან კომპიუტერის, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ნივთების მოპარვაში ედებათ ბრალი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირების სახლების ჩხრეკისას მოპარული ნივთების დიდი ნაწილი აღმოჩენილია, ასევე ჯართის ჩამბარებელი პუნქტიდან ამოღებულია ნიკოლაიშვილის სახლის სათავსოდან მოპარული ლითონის ნაკეთობები:
“ქურდობის დროს ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს II განყოფილების თანამშრომლებმა ორივე პიროვნება დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დადგინდა, რომ 1965 წელს დაბადებული ანზორ ჩ. წარსულში ასევე ქურდობისთვისაა ნასამართლევი”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
სისხლის სამართლის საქმე 177(ქურდობა) მუხლის III ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით აღიძრა. დაკავებულები ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.