პრეზიდენტმა მომავალი წლისთვის მთავრობას ხუთპუნქტიან გეგმაზე შეთანხმება შეთავაზა:

 

1. პოლიტიკურმა ოპონენტებმა უარი თქვან სიძულვილის ენის გამოყენებასა და საზოგადოების გახლეჩაზე;

 

2. შეწყდეს პოლიტიკური ოპონენტების დაკავება;

 

3. გაერთიანდეს მოქმედი და წინა ხელისუფლების ძალისხმევა  და ერთობლივად მოხდეს დასავლეთთთან დიალოგი;

 

4. შეწყდეს შეტევა თვითმმართველობაზე;

 

5. ბიზნესმენების ნდობის დაბრუნება ქართული ეკონომიკისა და საქართველოს სახელმწიფოსადმი.;

 

“ხუთპუნქტიანი შეთავაზება არ მიიღონ როგორც პოლიტიკური თამაში… ეს არის გზა წარმატებისკენ. ეს არის აუცილებელი, რომ გავაჩეროთ ქვეყნის უკუსვლა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა ტრადიციული ტექსტით სრულდება: “მომავალ წელს სოხუმში!”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *