საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღნიშნული კანონპროექტისთვის ვეტოს დადებას აპირებს:
“ვენეციიის კომისიამ მოითხოვა ამ კანონპროექტის განხილვის გადადება, მაგრამ თუ კანონპროექტი დარჩება დღევანდელი სახით, მე გამოვიყენებ პრეზიდენტის ვეტოს უფლებას და ამ კანონპროექტს დავადებ ვეტოს. იმიტომ, რომ ეს იქნება დამოუკიდებელი სასამართლო ინსტიტუტის დასამარება ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს რეალობაში. მაშინ უკვე მოქალაქეებს აღარაფრის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ,” – განაცხადა სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ. თუმცა მან ვეტოს უფლება უკვე გამოიყენა ამნისტიის შესახებ კანონზე, მაგრამ ეს ვეტო დღეს პარლამენტმა 91 ხმით დაძლია.
დღესვე პარლამენტმა მიიღო “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებები 104 მომხრით 9–ის წინააღმდეგ. აღნიშნული კანონი ეხება საღვთისმეტყველო უმაღლეს სასწავლებლებს.
დღეს საქართველოს პარლამენტმა ამ წელიწადში ბოლო პლენარული სხდომა გამართა.