“ყოფილი სისტემა იყო კატასტროფული, ამ რეჟიმის პირობებში ბევრ საჯარო მოხელეს უწევდა გარკვეული ქმედებების განხორციელება, რაც კანონით იყო აკრძალული. ამ სისტემას ჰყავს ძალიან ბევრი მსხვერპლი და სწორედ ამ ჩინოვნიკებზე საუბრობდა ბატონი ბიძინა. ეს არის ჰუმანური ჟესტი პრემიერის მხრიდან”, – განაცხადა ღარიბაშვილმა
რაც შეეხება პატიმრების ამნისტიის საკითხს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი პოზიცია არის მტკიცე ჯაშუშებთან და ნარკორეალიზატორებთან დაკავშირებით:
“ასეთი დანაშაულის ჩამდენებს არ უნდა შეეხოთ ამნისტია და მათ არ უნდა დატოვონ ციხე”
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ამნისტიის კანონპროექტის შესახებ გაზეთ “რეზონანსთან” ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კანონი საჯარო მოხელეებს სამოხელეო დანაშაულისთვის პასუხისმგებლობისგან წინასწარ გაათავისუფლებს.