ახალი ამბები

კალაძე ისევ ბაქოში გაემგზავრა

28 დეკემბერი, 2012 • 1000
კალაძე ისევ ბაქოში გაემგზავრა

ენერგეტიკის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, საქართველოს დელეგაციაში სს “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორის” (ესკო) და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) წარმომადგენლები შედიან.

 

ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანიდან საქართველოში ზამთრის სეზონისთვის ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით დელეგაცია შეხვედრას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის “აზერენერჯი” ხელმძღვანელობასთან გამართავს.

 

ამასთან, იგეგმება ახალი 500 კვ-იანი დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ოპერირებისასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, რომლის მშენებლობაც ქვეყნებმა საკუთარ ტერიტორიებზე უკვე დაასრულეს და შესაძლოა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტი ამ ხაზის საშუალებით განხორციელდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი