ახალი ამბები

თბილისის ვიცე მერი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს

28 დეკემბერი, 2012 • 1001
თბილისის ვიცე მერი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს

პროკურატურამ 26 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2012 წლის 23 სექტემბერს ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციის ორგანიზებისთვის საჭირო სატრანსპორტო ხარჯები 120 000 ლარი, ფარულად , საფინანსო დეკლარაციაში ასახვის გარეშე, თბილისის მერის მოადგილემ დავით ალავიძემ  გადაიხადა, რაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების  შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად წარმოადგენს პარტიის სასრგებლოდ უკანონო შემოწირულობას.

 

“სხვადასხვა თანამდებობის პირების პოლიტიკური მოტივით დაკითხვა მახინჯ ტრადიციად იქცა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალი ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობაზე ზეწოლას  ცდილობს.  

 

აღნიშნული ფაქტები, პირველ რიგში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება უარყოფითად, რაც თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს აზარალებს. სამწუხაროდ, სხვადასხვა პირებზე ზეწოლის მცდელობით გამოწვეული ეიფორია აბსურდის თეატრს დაემსგავსა.

 

მოვუწოდებ ახალ ხელისუფლებას, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ქვეყნის განვითარების საკითხს. ოპოზიციის სახელით მზადყოფნას გამოვთქვამ, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, ერთად  ვიზრუნოთ ეკონომიკის წინსვლაზე, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე, რაც ცალსახად მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენ ხალხს”, – ნათქვამია თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი