ახალი ამბები

დეპუტატი სხვისი პულტის გამოყენებაზე: ვეცდები გამოვსწორდე [Video]

27 დეკემბერი, 2012 • 1107
დეპუტატი სხვისი პულტის გამოყენებაზე: ვეცდები გამოვსწორდე [Video]

 აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა 94 ხმით 0 –ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

 

 

 

ხეჩინაშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას დაადასტურა, რომ სხვისი პულტი გამოიყენა:

 

“იმიტომ ვქენი, რომ მას აგვიანდებოდა, დამირეკა ტელეფონით და მთხოვა, რომ მიმეცა ხმა. ვიცი, რომ კანონდარღვევაა, ვაღიარებ. ვეცდები, რომ გამოვსწორდე.”

თემურ მაისურაძე კი აცხადებს, რომ მან ამ ფაქტის შესახებ არაფერი იცის და არც ხეჩინაშვილისთვის უთხოვია მისი პულტის გამოყენება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე მსგავსი დარღვევებისთვის წესების გამკაცრებას არ გამორიცხავს:

 

“20 პროცენტი ექვითება პირს, რომლის, ასე ვთქვათ, ნაცვლადაც მოხდა კენჭისყრა. თუმცა შეიძლება უფრო მეტად წინ წავიდეთ და არა მხოლოდ იმას დაეკისროს, ვის მაგივრადაც მოხდა, არამედ- ვინც მოახდინა კენჭისყრა.”

შეგახსენებთ, რომ მერვე მოწვევის პარლამენტში მხოლოდ დღეს არ დაფიქსირებულა სხვისი პულტის გამოყენების პირველი შემთხვევა. ნოემბერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  გიორგი გაჩეჩილაძემ პლენარულ სხდომაზე ერთ-ერთი საკითხის კენჭისყრის დროს სხვა დეპუტატის ნაცვლად მისცა ხმა. 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტის წევრი ხმას პირადად აძლევს: ხმის მიცემის უფლებისა და ხმის მისაცემი ბარათის სხვისთვის გადაცემა დაუშვებელია. ამ წესის დარღვევისთვის კი, ამავე რეგლამენტის მიხედვით, სანქცია ეკისრება სწორედ იმ დეპუტატს, ვის ნაცვლადაც მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა:

 

“თუ 1 დღის განმავლობაში კენჭისყრისა და რეგისტრაციის შედეგების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პარლამენტის წევრი არ იმყოფება სხდომათა დარბაზში და მისი სახელით მიღებულია მონაწილეობა კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში, მას დაუკავდება ხელფასის 20%. იმავე სესიის განმავლობაში იმავე ქმედების მეორე და ყოველი შემდგომი განმეორების შემთხვევაში ამ პარლამენტის წევრს დაუკავდება ხელფასის 25%.”

 

საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის შესაბამისად, პარლამენტის წევრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი განსაზღვრულია 2 000 ლარის ოდენობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემოთ აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სანქცია ითვალისწინებს პირველ ჯერზე 400 ლარის დაკავებას ხელფასიდან, ხოლო მომდევნო ჯერზე- 500 ლარის დაკავებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი