ახალი ამბები

ვანის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს პატიმრობა შეუფარდეს

27 დეკემბერი, 2012 • • 1091
ვანის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს პატიმრობა შეუფარდეს

სამართალდამცავებმა კაკაბაძე ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე უკვე მეორედ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ კაკაბაძემ  საკრებულოს თანამშრომლები, ვანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და ამავე საკრებულოს აპარატის უფროსი ყალბი დოკუმენტის დამზადებაში წააქეზა. მათ მიერ გაყალბებული ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს ბაზაზე არსებული მაღალი გამავლობის „ჰაილუქსის” მარკის ავტომობილი მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს გადაეცა. როგორც შსს ამტკიცებს, 5 ნოემბრით დათარიღებული დოკუმენტი  სინამდვილეში 20 დეკემბერსაა შედგენილი. დავით კაკაბაძემ ვანის მუნიციპალიტეტის  თავმჯდომარის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა. სამართალდამცველებმა საქმეში მონაწილე ყველა პირი დაკითხეს. 

 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 24-341-ე  მუხლით (დოკუმენტაციის გაყალბება) მიმდინარეობს.  დანაშაული 2-

დავით კაკაბაძე
დავით კაკაბაძე

დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

პირველ ჯერზე დაკავებისას დავით კაკაბაძეს ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება(დევნა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით. ასევე ბრალი წარედგინა ამავე კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით(ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

 

პირველ ჯერზე სასამართლომ ბრალდებულს აღმკვეთ ღონისძიებად 8 ათასი ლარი გირაო შეუფარდა. 

 

ვანის მაჟორიტარი დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” პაატა ლეჟავა დავით კაკაბაძის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს. მისი თქმით, დავით კაკაბაძისთვის პირველ ჯერზე წაყენებული ბრალდებები ხვდებოდა ამნისტიის შესახებ მიღებული კანონის არეალში, რის შედეგადაც ის ყველა ბრალდებისგან თავისუფლდებოდა. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ პროკურატურამ ახალი ბრალდება შეთითხნა, რათა დავით კაკაბაძის სამართლებრივი დევნის საფუძველი კვლავ ჰქონოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი