ახალი ამბები

დაკავებულია ვანის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე

27 დეკემბერი, 2012 •
დაკავებულია ვანის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ კაკაბაძემ  საკრებულოს თანამშრომლები, ვანის
მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და ამავე საკრებულოს აპარატის უფროსი ყალბი დოკუმენტის დამზადებაში წააქეზა. მათ მიერ გაყალბებული ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს ბაზაზე არსებულ მაღალი გამავლობის „ჰაილუქსის” მარკის ავტომობილი მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს გადაეცა.

 

როგორც შსს ამტკიცებს, 5 ნოემბრით დათარიღებული დოკუმენტი სინამდვილეში 20 დეკემბერსაა შედგენილი. დავით კაკაბაძემ

დავით კაკაბაძე
დავით კაკაბაძე

ვანის მუნიციპალიტეტის  თავმჯდომარის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა. სამართალდამცველებმა საქმეში მონაწილე ყველა პირი დაკითხეს. 

 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 24-341-ე  მუხლით (დოკუმენტაციის გაყალბება) მიმდინარეობს.  დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

დავით კაკაბაძე სამართალდამცავებმა პირველად რამდენიმე კვირით ადრე დააკავეს. დავით კაკაბაძეს ბრალი წარედგინა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება(დევნა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით. ასევე ბრალი წარედგინა ამავე კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით(ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

 

პროკურატურის განცხადების თანახმად, მაშინ არსებობდა დავით კაკაბაძის დაკავების საფუძველი, მაგრამ პროკურატურამ “ჰუმანურობის პრინციპით იხელმძღვანელა” და სასამართლოს მიმართა თხოვნით, რომ დავით კაკაბაძის მიმართ აღმკვეთი სახით გირაო გამოეყენებინათ. გირაო კი 15 000 ლარით განისაზღვრა. ასევე, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ კაკაბაძე დაკავებული თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა.
 
 
სასამართლომ გირაოს სახით კაკაბაძეს 13 000 ლარის გადახდა დააკისრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი