ახალი ამბები

ზურაბიშვილი: სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით

7 აპრილი, 2017 • 2350
ზურაბიშვილი: სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით

“სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით,” – ამ სიტყვებით დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს.

სალომე ზურაბიშვილის აზრით, გაერთიანების და მიუკერძოებლობის სიმბოლოს მაგივრად, პრეზიდენტი ნელ-ნელა  საზოგადოების ერთი ნაწილის პოზიციების გამხმოვანებლად იქცა:

“სამწუხაროდ, ის მრავალთავიანი საგარეო წარმომადგენლობა მსოფლიო მოედანზე გადააქციეთ სამარცხვინო შეჯიბრად და ქიშპობის საგნად. სამწუხაროდ, გაერთიანების და მიუკერძოებლობის სიმბოლოს მაგივრად, ნელ-ნელა თქვენ იქეცით საზოგადოების ერთი ნაწილის პოზიციების გამხმოვანებლად და დღესაც ვნახავთ, ალბათ, თქვენსა და ერთი ფლანგის პოზიციებს შორის დიდ მსგავსებას, სახელმწიფო მოღვაწეობიდან პოლიტიკურ არენაზე გადახვედით. სამწუხაროდ, შეწყალების დროს თქვენი ახლობლების მიმართ უფრო მეტ ლმობიერებას იჩენთ, ვიდრე უპატრონო მოქალაქეების მიმართ, ამით თქვენს მორალურ ავტორიტეტს აქვეითებთ.”

მისივე აზრით, პრეზიდენტი საზოგადოებას დაპირისპირების და სიტუაციის დაძაბვის მაგალითს აძლევს:

“სამწუხაროდ, როცა ვეტოთი ვხმალაობთ, იმის მაგივრად, რომე ეს ბერკეტი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენოთ, როცა ნამდვილად ირღვევა დემოკრატიული ან სახელმწიფოებრივი პრინციპი, ამის ნაცვლად საზოგადოება რომ მიგეჩვიათ ჩვეულებრივ აზრთა სხვადასხვაობას, ჯანრმთელ დისკუსიას და ამის მაგივრად დაპირისპირების და დაძაბვის მაგალითს აძლევთ, ამით თქვენს გამაერთიანებელ და შემწყნარებელ როლს აკნინებს.”

ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტისგან დღემდე ელოდება განცხადებას ემიგრანტებზე:

“სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით და დღემდე ველოდები თქვენს მიერ გამოთქმულ პოზიციას უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე, მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ძალიან ადვილად შეეგუეთ და სააკაშვილის დაწესებული მოქალაქეობის მინიჭების მანტიაც კარგად მოირგეთ და მადლობებსაც იღებთ. ეს პრინციპი დისკრიმინაციულია, არაევროპული და ჩვენს მოქალაქეებს სახელმწიფოსთან მჭიდრო ურთიერთცხოვრების სურვილს და საშუალებას უკარგავს. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს უკარგავს საშუალებას, რომ უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ. “

მასალების გადაბეჭდვის წესი