ახალი ამბები

ანა დოლიძე: პრეზიდენტმა გამოხატა ყველა ის დარდი და წუხილი, რაც ქართველ ხალხს აქვს

7 აპრილი, 2017 • 1346
ანა დოლიძე: პრეზიდენტმა გამოხატა ყველა ის დარდი და  წუხილი, რაც ქართველ ხალხს აქვს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გამოხატა ყველა ის დარდი, ყველა წუხილი, რაც ქართველ ხალხს აქვს.

ანა დოლიძის აზრით, სწორედ ხალხმა უნდა განსაჯოს, შეესაბამებოდა თუ არა რეალობას პრეზიდენტის მიერ გამოთქმული მოსაზრებები:

“საუბარი იყო შემოსავლების სამართლიან გადანაწილებაზე, საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენთან არ უნდა იყოს სიღარიბე. საუბარი იყო იმაზე, რომ გვჭირდება დამოუკიდებელი და დაცული სასამართლო. ეს ის თემებია, რომლებზეც პირველ რიგში, ხალხი საუბრობს და პრეზიდენტი მხოლოდ და მხოლოდ ამ წუხილებს ახმოვანებს.”

პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. შესვენების შემდეგ სხდომაზე პოლიტიკური დებატები გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი