ახალი ამბები

მარგველაშვილი: არ შეიძლება, ხალხს წავართვათ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება

7 აპრილი, 2017 • 1534
მარგველაშვილი: არ შეიძლება, ხალხს წავართვათ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება

“პრეზიდენტის არჩევის წესი, დღევანდელი ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი ან ყოფილი პრემიერის სურვილებზე კი არ უნდა იყოს მორგებული, არამედ ხალხის საჭიროებებზე. რეალური ბალანსის შექმნის აუცილებლობაზე!” – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწიური გამოსვლის დროს გააკეთა.

მისი თქმით, მოსახლეობას ხვდება პროექტის “კონსტიტუცია ყველასია” – ფარგლებში, საიდანაც ირკვევა, რომ საზოგადოებას აქვს ბევრი საინტერესო მოსაზრება ქვეყნის მოწყობის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით.

“საკონსტიტუციო კომისიის წევრებს მოგახსენებთ, რომ ხალხს უნდა მეტი დემოკრატია; თვითმმართველობის არა შესუსტება, არამედ გაძლიერება; განათლების ხელმისაწვდომობა და საყოველთაობა;  მეტი არჩევითი თანამდებობა და ამ თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების გაზრდა, საზოგადოების მხრიდან კონტროლის მექანიზმების გაძლიერება; საზოგადოებას სურს მეტი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში, სოციალური დაცვის კიდევ უფრო ნათელი და კატეგორიული ასახვა კონსტიტუციაში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მოქალაქეთა რეალური და მწვავე პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება: “ჯერ კიდევ ვერ ავაშენეთ ისეთი სახელმწიფო, სადაც არც ერთი ადამიანი იცხოვრებს ქუჩაში, ქუჩაში არ იცხოვრებენ და იმუშავებენ მცირეწლოვნები, სადაც ათობით ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში არ იქნება, სადაც მოხუცებს არ ექნებათ უმწეობის განცდა, სადაც არავის შია და არავის სცივა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი