“ცენტრ პოინტ აჭარის” სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე გურამ (გუკა) რჩეულიშვილი დღეს, 6 აპრილს მოსამართლემ პატიმრობიდან 30 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
გურამ რჩეულიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა 2016 წლის 12 ივლისს შეუფარდა. მას წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 აპრილს ეწურება.
პროკურატურა გათავისუფლების სანავცვლოდ 50 000 ლარი ოდენობთ გირაოს და პასპორტის ჩამორთმევას ითხოვდა, დაცვის მხარე – მხოლოდ 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას.
გურამ რჩეულიშვილს პროკურატურამ ბრალი 2016 წლის 10 ივლისს წაუყენა, გამოძიება მათ ედავება დიდი ოდენობით, ჯგუფურად, სხვისი ქონების გაფლანგვას. ჯამური თანხა 21 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.