გურამ რჩეულიშვილი შესაძლოა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლონ

“ცენტრ პოინტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილი შესაძლოა დღეს გაათავისუფლონ წინასწარი პატიმრობიდან.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” რჩეულიშვილების ადვოკატმა, მარინე ცუცქირიძემ განუცხადა. ადვოკატის თქმით, შესაძლოა მოსამართლემ დღეს იმსჯელოს მის გათავისუფლებაზე, თუმცა ზუსტად არ იცის.

სასამართლო პროცესი რჩეულიშვილების საქმეზე დღეს იმართება.

გურამ რჩეულიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა 2016 წლის 12 ივლისს შეუფარდა. მას წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 აპრილს ეწურება.

გურამ რჩეულიშვილს პროკურატურამ ბრალი 2016 წლის 10 ივლისს წაუყენა, გამოძიება მათ ედავება დიდი ოდენობით, ჯგუფურად, სხვისი ქონების გაფლანგვას. ჯამური თანხა 21 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com