“ინტერ რაო იესი” გაკვირვებას გამოხატავს კომპანიის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების გამო საქართველოს მაღალჩინოსნებისთვის ქრთამის მიცემის თაობაზე. საერთაშორისო იურიდიული კომპანია DLA PIPER-ის ადვოკატების თქმით, რომლებიც იცავდნენ ენერგოჰოლდინგის ინტერესებს პროცესზე, ეს განცხადება ოფიციალურად გაჟღერდა ქვეყნის პროკურატურის მიერ 2012 წლის 22 დეკემბერს თბილისში სასამართლოს სხდომის დროს, რომლის შედეგადაც სს “თელასის” გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
“ინტერ რაო იესის” ჯგუფი აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურამ ვერ დაინახა სხვაობა მოსალოდნელ საგადასახადო რეგულირების პროცედურებსა (რომელიც აუცილებელია წინა პერიოდში, კერძოდ, 2011-12 წლებში საქართველოს მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზაციისთვის სს “თელასის” დავალიანების რესტრუქტურიზაციის ფარგლებში (“ინტერ რაო იესის” ჯგუფი საქართველოს საგადასადო ორგანოებიდან პროგრესულ საგადახადო წესებს (advanced tax ruling) 2012 წლის აპრილიდან ელოდება) და საგადასახადო შეთანხმებას შორის, რომელიც შესაძლოა ხელმოწერილი იყოს “ინტერ რაოს” ჯგუფში შემავალ საწარმოებათან მხოლოდ 2013 წელს.
ორივე პროცედურა საჯაროა, დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით.
საგადასახადო ვალდებულებების ფიქსირების მიზანი, ისე როგორც საქართველოში ჩვენი ჯგუფის მმართველობითი და საწარმოო ხარჯების ოპტიმიზაცია, იყო ტარიფების გრძლევადიანი განსაზღვრა და მათი შესაძლოა დაწევა მომხმარებლებისთვის, მათ შორის მოსახლეობისთვის.
ამდენად, პროკურატურის განცხადება თითქოსდა ათეულობით მილიონი ლარის გადასახადის “პატიების” თაობაზე კომპანიაში მიაჩნიათ შეთხზულად, იმდენად რამდენადაც პროკურატურისგან სადავო საკონსულტაციო შეთანხმების გაფორმების მომენტში საგადასახადო ორგანოებში კომპანიისთვის დავალიანების დაკისრების გადაწყვეტილება არ არსებობდა.
ამასთან დაკავშირებით “ინტერ რაო იესის” ჯგუფი არ გამორიცხავს 2012 წლის დასაწყისში მიღწეული შეთანხმების გადახედვას სს “თელასის” მაჟორული აქციონერის წინაშე დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ. “ინტერ რაო იესი” ასევე აცხადებს, რომ არსებულ პირობებში საგადასახადო საკითხების მოწესრიგება და დარეგულირება გადაუდებელი პირობაა ტარიფების გადასახედად.