ახალი ამბები

პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ბათუმში ორი პირი დააკავეს

23 დეკემბერი, 2012 •
პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ბათუმში ორი პირი დააკავეს

შსს აცხადებს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაკავებულია ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ანა”-ს მეპატრონე. აღნიშნული სასტუმრო  4 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. დაკავებული წარსულში ნასამართლევია და დაკავების მომენტში პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

 

სამართალდამცველებმა  ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „მირიანი”-ს მფლობელიც დააკავეს. მის მფლობელობაში არსებული სასტუმრო 2 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა.

 

გამოძიების მსვლელობისას მოწმის სტატუსით აღნიშნულ სასტუმროებში მყოფი  ქალბატონებიც დაიკითხნენ. ორივე ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 254-ე  მუხლით აღიძრა, რაც ჯარიმას ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულები ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი