ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესი არამოსამართლე წევრს პარლამენტი უმრავლესობით აირჩევს

4 აპრილი, 2017 • 1773
იუსტიციის უმაღლესი არამოსამართლე წევრს პარლამენტი უმრავლესობით აირჩევს

პარლამენტის წევრისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის,  ეკა ბესელიას ინიციატივით, პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი არამოსამართლე წევრის არჩევა შესაძლებელი გახდება უფრო მცირე რაოდენობის დეპუტატების თანხმობით.

კერძოდ, პარლამენტის მოქმედი რეგლამენტის თანახამდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პარლამენტის მიერ ასარჩევ წევრებს ირჩევდნენ სრული შემადგენლობის 2/3-ით, რაც 100 ხმაა. ცვლილებების პროექტის თანახმად, საბჭოს წევრის არჩევა შესაძლებელი გახდება სრული შემადგენლობის უმრავლესობთ, ანუ საკმარისი იქნება 76 ხმაც.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ეკა ბესელიას ამ ინიციატივას დღეს, 4 აპრილს, მესამე მოსმენით განიხილავს.

საქართველოს პარლამენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 5 წევრს ირჩევს. თუკი ცვლილება ძალაში შევა, ამ 5 წევრის ასარჩევად 100-ის ნაცვლად პარლამენტის 76 დეპუტატის თანხმობა იქნება საჭირო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება. საბჭო საქართველოში სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი ორგანოა. ის ნიშნავს და ათავისუფლებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს, ატარებს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებს, საერთო სასამართლოების მოსამართლეების მიმართ ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას, ადგენს საერთო სასამართლოების ბიუჯეტს, განსაზღვრავს თანამდებობრივ სარგოებსა და ხარჯებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი